სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ...
იხილეთ სრულად
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უაღრეს სიყვარულს.
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრ...
იხილეთ სრულად
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა.
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი ა...
იხილეთ სრულად
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთს...
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტე...
იხილეთ სრულად
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა".
შეიძლება ადამიანმა ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!
წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს: ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მა...
იხილეთ სრულად
წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს: ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის; მაგრამ განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რად...
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყო...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნ...
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: "...
იხილეთ სრულად
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: "ქრისტე აღდგა", რადგან ყოველი შეხვედრა პასექის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი განწყობა არ მოდის გონებიდან, იგი გულის თვისებაა.
ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონ...
იხილეთ სრულად
ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება.