განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
„საწუთო ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის“ (2 კორ. 4, 17). ვფიქრობ, რომ „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მო... იხილეთ სრულად
ოქრომ ბრძმედში უნდა გაიაროს, ძალა რომ შეიძინოს. ქრისტიანის სულმაც განსაცდელების ბრძმედი უნდა განვლოს, რომ მეუფე ქრისტეს სამეფო საგანძურიდან საუკუნო დიდების ბეჭედი მიიღოს.
„მძლეოსანს – ასპარეზი, კაპიტანს – ზამთარი და ქარიშხალი, მეომარს – სამხედრო წყობა, სულგრძელს – უბედურება, ქრისტიანს კი განსაცდელი გამოცდის", – ამბობს ბასილი დიდი.
ვილოცოთ, რომ ამ ცხოვრების ჭირის მოთმინება და ცოდნა მოგვეცეს, რათა ხსნა მოვიპოვოთ. ამინ.
როგორც არ უნდა გამოიცდებოდეს კაცი, ყოველთვის მოგებული დარჩება, თუ გამოცდას შესაბამისი მოთმინებითა და მადლიერებით მიიღებს. ეს განსაცდელის ბოლოს გამოჩნდება, როცა სულის სიმსუბუქეს, გონების განათლებას და სულში შეჭრილ სიტკბოებას იხილავ... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს.
ადამიანს ბედნიერების ჟამს არ შეუძლია ახსოვდეს ღმერთი და თუ აგონდება იგი, აგონდება ჩრდილივით. ხოლო ცხადად და მხურვალედ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა განსაცდელი, ტკივილი უახლოვდება.
ჩვენ ყოველგვარ გასაჭირში სიმხდალეს ვამჟღავნებთ და ამით ერთგვარად ხელს ვკრავთ ღვთის მადლს.
ღვთის სული მათში მკვიდრობს, ვინც განსაცდელს მოთმინებით ხვდება და სიბრძნითა და გულისხმისყოფით იტანს. მათში კი, ვინც შვებითა და კეთილდღეობით, გასაჭირისა და გამოცდის გარეშე ცხოვრობს, ეშმაკის სულია ჩაბუდებული.