აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში, ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით, პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილ... იხილეთ სრულად
ანალიტიკური აზროვნება საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობებს.
ცნობილი ხელოვანი, შესანიშნავი მკვლევარი, წარმატებული ფერმერი, ან ბიზნესმენი, კარგი მუშა ან ნიჭიერი ახალგაზრდა როგორც ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს ზნეობრივი პიროვნება. სულიერი ღირსებების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი ფასს კარგა... იხილეთ სრულად
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქა... იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თვადადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონდათ; რომ არა ასეთი დამო... იხილეთ სრულად
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე? ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ ს... იხილეთ სრულად
საქართველო დღეს მრავალი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სულიერი და სხვა პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ უმთავრესი საზრუნავი მაინც ჩვენი ბავშვების სწორი აღზრდაა, რადგან ოჯახის კეთილდღეობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა.
კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.
საერთოდ, ადამიანები ეგოისტები არიან, მაგრამ მშობლების სიყვარულს საოცარი თვისება აქვს: როგორც დედას, ისე მამას სურს, შვილები მათზე უკეთესები იყვნენ, მათზე გონიერები და ჯანმრთელები და მიაღწიონ იმას, რასაც თვითონ ვერ მიაღწიეს. თ... იხილეთ სრულად