განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ყურადღებიანნი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და არ დავცინებთ სხვებს, რადგან თვით ჩვენშიც არის ბევრი ისეთი რამ, რისთვისაც სხვებს დავცინით
ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი გეპარება.
ნაკლოვანებები რომ არ გვქონოდა, სიამოვნებას აღარ ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც მათ სხვებში ვამჩნევთ.
ნებისმიერი სახის საგანი ჩააგდეთ აყროლებულ ჭურჭელში - ეს საგანიც მაშინვე ცუდ სუნს გამოსცემს. ასევე ემართება სხვის საქციელს - უგუნური ადამიანის სულში. იგი ფიქრობს, რომ სამყაროში საერთოდ არ არსებობენ კეთილი ადამიანები. ქურდი სხვებსაც... იხილეთ სრულად
ბოროტი და მანკიერი ადამიანი ყველა ადამიანს ისეთად თვლის, როგორიც თვითონაა. ეს ძალიან ბუნებრივიცაა, იმდენად, რომ ე.წ. სიყვითლით დაავადებული ყველა საგანს ყვითლად შეღებილად აღიქვამს
სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას აბრმავებენ; პირველ შემთხვევაში ადამიანი მოყვასის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, მეორის დროს კი - სათნოებებს ვერ ხედავს.
ვისაც სუფთა გული აქვს, იგი ყველა ადამიანს სუფთად თვლის, ხოლო ვისი გულიც ვნებებითაა შერყვნილი, მას წმიდად არავინ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა მისი მსგავსია.
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.