ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთი განუყოფელია და იგი მთლიანად არის ყველგან, თავისი რაღაც ნაწილით კი არ ჰგიებს ქმნილების ნაწილში, სხეულებრივად გაყოფილი და დაცალკევებული, არამედ მთლიანად ჰგიებს მთელს თავის ქმნილებაში, ყოველივეში და მთლიანადვე არის ყოველივეზე ... იხილეთ სრულად
ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "... აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 1... იხილეთ სრულად
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეშე ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარე გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება, დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული.
დამორჩილება უფრო ადვილი იქნება, თუ ნაკლებად ვიფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც ვემორჩილებით, ვიდრე ღმერთზე, რომლის გამოც ვალდებულნი ვართ, ადამიანს დავემორჩილოთ.
ღვთისმოყვარეობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი.