ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა.
ერთი ბერი მეორესთან მივიდა; საუბრისას ერთმა მათგანმე მეორეს უთხრა: "მე მოვკვდი სოფლისათვის". მეორემ უპასუხა: "ნუ გექნება საკუთარი თავის იმედი მანამ, ვიდრე ამ სხეულიდან არ გახვალ; რადგან თუმდა ამბობ, რომ მოკვდი, სამაგიეროდ, სატანა ... იხილეთ სრულად
თვით ეშმაკზე ავისმეტყველებაც კი (რომლის მტრობაც, სხვათა შორის, აუცილებელია), არ არის დასაშვები ჩვენთვის (იუდ. 1, 9).
რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არ გაწყენინა, არამედ - ეშმაკმა; ავადმყოფობა მოიძულე და არა ავადმყოფი.
ვინც ავმეხსიერია ეშმაკის მიმართ, იგი კაცთა სიავეს არ იმახსოვრებს; მაგრამ ეშმაკთან მშვიდობას ამყარებს ის, ვინც ძმის მიმართ ავმეხსიერია.
გინდა, არ დაუთმო ეშმაკს და წინააღმდეგობა გაუწიო მას?! - დაუთმე ადამიანებს და წინააღმდეგობას ნუ გაუწევ მათ, ბოროტებას ბოროტებით ნუ გადაუხდი.
ღმერთმა მცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან (შესაქმე 3, 15) - კაცთმოძულე ეშმაკთან
ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსეს.