159. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას ეზრახება ღმერთი, _ ღამით სიზმრებში, დღისით კი გონების გზით, _ და ყოველთა მიერ სწორედ თავის ღირს ადამიანებს აუწყებს და მიანეიშნებს იგი წინასწარ სამომავლო სიკეთეთ...
იხილეთ სრულად
159. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას ეზრახება ღმერთი, _ ღამით სიზმრებში, დღისით კი გონების გზით, _ და ყოველთა მიერ სწორედ თავის ღირს ადამიანებს აუწყებს და მიანეიშნებს იგი წინასწარ სამომავლო სიკეთეთა შესახებ.
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და ს...
იხილეთ სრულად
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და სტიქიონები, პატივად მიაგო რა მას ამათ მიერ ყოველგვარი ტკბობა სიკეთეებით.
133. ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.
132. მხოლოდ ადამიანისას ისმენს ღმერთი; მხოლოდ ადამიანს უჩნდება ღმერთი. კაცთმოყვარეა ღმერთი; სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმერთიც იქვეა. მხოლოდ ადამიანია ღვთის ღირსეული თაყვანისმცემელი. ადამიანის გამო ფერისმცვალებლობს ღმერთი (აქ მი...
იხილეთ სრულად
132. მხოლოდ ადამიანისას ისმენს ღმერთი; მხოლოდ ადამიანს უჩნდება ღმერთი. კაცთმოყვარეა ღმერთი; სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმერთიც იქვეა. მხოლოდ ადამიანია ღვთის ღირსეული თაყვანისმცემელი. ადამიანის გამო ფერისმცვალებლობს ღმერთი (აქ მინიშნებაა იმ მოვლენაზე, როდესაც უფალმა თაბორის მთაზე "ფერი იცვალა" და ღმრთეების უქმნელი სინათლე გამოუბრწყნა ადამიანებს).
სიმდაბლე - ეს ლიტონი სიტყვები როდია, როცა ჩვენ ვამბობთ: მე ცოდვილი ვარ... და ამისი მსგავსი. სიმდაბლე ჭეშმარიტებაა. რომ ადამიანმა შეიცნოს, რომ იგი არარაა. "არარა" ისაა, რაც არაფერი იყო მანამ, სანამ ღმერთი ყველაფერს შექმნიდა. ა...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე - ეს ლიტონი სიტყვები როდია, როცა ჩვენ ვამბობთ: მე ცოდვილი ვარ... და ამისი მსგავსი. სიმდაბლე ჭეშმარიტებაა. რომ ადამიანმა შეიცნოს, რომ იგი არარაა. "არარა" ისაა, რაც არაფერი იყო მანამ, სანამ ღმერთი ყველაფერს შექმნიდა.ამრიგად, ეს "არარა" ვართ ჩვენ. შენი ძირი, შენი არსება იწყება "არარადან", შენი დედა თიხაა, შენი შემოქმედი კი - ღმერთი. რა გვაქვს ისეთი, რაც არ გვებოძა? და თუ მიიღე, რას იქადი ისე, თითქოს არ მიგეღოს?
ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქრ...
იხილეთ სრულად
ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთაებრივი სუნთქვა - რა მოუვა მას? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ისე სული - ღმრთის ქროლვა - დაუბრუნდება ღმერთს. კი მაგრამ, როგორ? როცა სული ღმერთისგან წარმოიშვა, იგი კეთილსურნელოვანი ღმრთაებრივი ღმრთაებრივი სუნთქ...
ყველაფერი ის, რაზეც გვიამბობს წმინდა წერილი - ადამიანისთვისაა შექმნილი. ამიტომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ყველაზე ბოლოს, რომ ადამიანს ყოველივე ეს ეხილა, როორც ძალიან კარგი, და დამტკბარიყო, ელხინა, ყოველივე ამის ჭვრეტით. ადამიანი...
იხილეთ სრულად
ყველაფერი ის, რაზეც გვიამბობს წმინდა წერილი - ადამიანისთვისაა შექმნილი. ამიტომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ყველაზე ბოლოს, რომ ადამიანს ყოველივე ეს ეხილა, როორც ძალიან კარგი, და დამტკბარიყო, ელხინა, ყოველივე ამის ჭვრეტით.ადამიანი როგორღა შექმნა? აიღო მიწა, ყველაზე მდაბალი ნივთიერება, რათა ადამიანი ყოველთვის მდაბალი იყოს: არაფერია მიწაზე მდაბალი. გამოსახა თიხის სახლი და ჩაბერა მასში, შექმნა ადამიანის სული... ამრიგად, თითქოს თიხის ოთხ კედელში ჩადო ღმერთ...
ღმერთმა ადამიანი, ჩემო შვილო, მიწისაგან შექმნა. მაშინ, როცა მთელი ქმნილება ერთი ბაღივით შექმნა, გააკეთა მნათობები და მოკაზმა სამყარო, მთვარე ღამის ყველა ვარსკვლავის მთავრად დაადგინა, როგორც ერთგვარი კანდელი ბევრი ცეცხლით, დიდითა დ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი, ჩემო შვილო, მიწისაგან შექმნა. მაშინ, როცა მთელი ქმნილება ერთი ბაღივით შექმნა, გააკეთა მნათობები და მოკაზმა სამყარო, მთვარე ღამის ყველა ვარსკვლავის მთავრად დაადგინა, როგორც ერთგვარი კანდელი ბევრი ცეცხლით, დიდითა და მცირით, რომლებიც ამკობენ და ამშვენებენ ცას. ხოლო დედამიწა - მრავალი ხით, დიდითა თუ მცირით. მხეცები და ქვეწარმავალნი. სხვადასხვა ზომის ჩიტები, ცისქვეშეთში რომ დაფრინავენ. შინაური ცხოველები და ფრინველები ადამიანის სარგებ...
რისთვის შეიქმნა ადამიანი? იმისათვის, რომ მას, ღვთის ქმნილებათა შემმეცნებელს, ღმერთი ეხილვა და ედიდებინა იგი, - ადამიანის გამო ქმნილთაშემქმნელი, ხოლო გონება, ღვთის მოტრფიალე, სიკეთე არის უხილავი, ღირსეულთათვის ღვთით ბოძებული, მათი ...
იხილეთ სრულად
რისთვის შეიქმნა ადამიანი? იმისათვის, რომ მას, ღვთის ქმნილებათა შემმეცნებელს, ღმერთი ეხილვა და ედიდებინა იგი, - ადამიანის გამო ქმნილთაშემქმნელი, ხოლო გონება, ღვთის მოტრფიალე, სიკეთე არის უხილავი, ღირსეულთათვის ღვთით ბოძებული, მათი კეთილი ღვაწლისამებრ