უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მი... იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილ... იხილეთ სრულად
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება, ლოდინით დაქანცულმა კაცობრიობამ იხილა მეუფე და მხსნელი თვისი. "ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა, გამოუთქმელად განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა დ... იხილეთ სრულად
წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქული ... იხილეთ სრულად
დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.
ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში. იგი არასოდეს გვაშთობს, პირიქით, უხვად გვაწოდებს სულიერ ჟანგბადს – საღმრთო ნუგეშს.
ვინც ქრისტეს განეშორება, ღვთაებრივ ნათელს აკლდება, რადგან ტოვებს მზიურ მხარეს და უგუნური იქით მიილთვის, სადაც მზე არ ანათებს. ამის შედეგად კი ცივდება და სულიერად სნეულდება.
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკუ... იხილეთ სრულად
როდესაც უფალი თავისი ყოვლადწმიდა ხორცით მიწაზე იყო, მაშინ ბევრი ხედავდა მას და თან ვერ ხედავდა. რა ბედენაა, თუ ადამიანი ხედავს ხორციელი თვალით, რომელიც საერთო აქვთ მას და ცხოველებს, ხოლო სულიერი თვალით - გულითა და გონებით - ბრმაა... იხილეთ სრულად