მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თავმდაბალი გული ვაკეს ჰგავს. როგორც წვიმის დროს მთებიდან წყლები ჩამოედინებიან და ვაკეზე გროვდებიან, ასევე ყველა ადამიანზე გადმომდინარე ღვთის მადლი თავმდაბალ გულში გროვდება.
განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.
აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო.
ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე.
ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს.
შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში; არ არის საჭირო, რომ დროდადრო მოდიოდე მის დასალევად წყაროსთან ან მდინარესთან; ამის მსგავსად, შეგიძლია, შენს სახლში, შენი გულის პატარა ტაძარში იგემო ლოცვა მადლის წყაროსაგან; მაგრამ საჭიროა, რომ ... იხილეთ სრულად
ზოგჯერ მრავალგზის თხოვნის შემდეგაც უფალი არ გვაძლევს, რასაც ვითხოვთ, მაგრამ მაშინ იგი გვაძლევს იმას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. წმიდა პავლე სთხოვდა უფალს, დაეფარა განსაცდელისაგან - და მას განსაცდელები არ ელეოდა; მაგრამ როდესაც ... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ღატაკმა მოწყალება მიიღოს, მისკენ ხელი უნდა გაიწოდო; იმისათვის, რომ ჩვილმა საკვები მიიღოს, მან პირი უნდა გახსნას; ამის მსგავსად, ადამიანმა ღვთისკენ ხელი უნდა გაიწოდოს, რათა მის მადლს მისწვდეს; გახსნილი სული უნდა ჰქონ... იხილეთ სრულად