სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ სიღარიბე მრავალ მიწიერ სარგებელს გვაკლებს, სამაგიეროდ, მას მივყავართ იმ გზისკენ, რომელიც მრავალი ხიფათისგან არის თავისუფალი.
სიღარიბე კეთილზნეობრივი ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა.
ბედნიერია სიღარიბე. იგი არ იცნობს დამღუპველ მანკიერებებსა და დანაშაულებრივ ვნებებს, რომლებიც ესოდენ ხშირად აწამებენ გაფუფუნებული მდიდრის სულს.
კეთილდღეობა შეიძლება, სიღარიბეზე საშიშიც იყოს და უბედურება კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი. ნუ შეგშურდება კეთილდღეობაში მყოფის და უბედურებისას გულს ნუ გაიტეხ.
სიღარიბე არასწორად მოპოვებულ სიმდიდრეზე უმჯობესია
სჯობს სიღატაკეში იცხოვრო, ვიდრე - არამართებულად მოპოვებულ სიმდიდრეში
უმჯობესია მცირეოდენი, სიმართლით, ვიდრე ბევრი, - უსამართლობით
სჯობს დაკარგო, ვიდრე სამარცხვინო გზით მოიპოვო
სჯობს ითხოვო, ვიდრე მიიტაცო
უმჯობესია მისი მწუხარება, ვინც უსამართლოდ ითმენს, ვიდრე მისი სიხარული, ვინც უსამართლოდ ნეტარებს.