მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
მომავლისადმი იმედით შეიმსუბუქე აწმყო. როგორც თვალით სნეულნი მზერას მოარიდებენ მეტისმეტად ბრწყინვალე საგნებს და ყვავილებსა და მცენარეებს შეჰყურებენ. ასევე სულმა მუდმივად არ უნდა უცქიროს სამწუხაროს და იფიქროს მასზე, არამედ მზერა მომ... იხილეთ სრულად
მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარ... იხილეთ სრულად
ყველა მიწიერი მწუხარება მომავალი ცხოვრების ნეტარებასთან შედარებით იგივეა, რაც მწერის მიერ ნაკბენის მიწიერი წამიერი ტკივილი.
ჩვენი ცხოვრება - ერთი წუთია მარადისობასთან შედარებით და ამიტომ "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ" (რომ 8, 18) მომავალ საუკუნეში.
სჯობს დროებითი მწუხარებით საკუთარი თავი მარადიული სიხარულისთვის მოვამზადოთ, ვიდრე, აქ მსუბუქი მწუხარებისგან თავის დახსნით მოკლებულ ვიქნეთ წარუვალ სიხარულს.
დაე, დიდი იყოს ჩვენი მწუხარება: მაგრამ ჯილდო, რაც მისთვის გვაქვს აღთქმული, შეუდარებლად დიდია. ნუთუ უარს ვიტყვით, დავითმინოთ მცირედი, იმისთვის, რომ უდიდესი მივიღოთ?
დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს
არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაში სიხარულში იმყოფებოდა.