რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც არ იცის ჭეშმარიტება, ვერც ჭეშმარიტად ირწმუნებს, რადგანაც ბუნების კანონის თანახმად, ცოდნა წინ უძღვის რწმენას.

როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განვიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შევიმეცნებთ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია, ყოვლადძლიერია და ს... იხილეთ სრულად
რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევიცნობთ მას, თუ არ ვიცხოვრებთ მისი მცნებების თანახმად, რამეთუ უფალი შეიმეცნება არა მეცნიერებით, არამედ სულიწმიდით. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი მივიდა იმ რწმენამდე, რომ არის ღმერთი, მაგრამ ღ... იხილეთ სრულად
ნუ განკვირუებულ ხართ, ჰოი კაცნო, დიდებულებათა ზედა ღვთისათა, რამეთუ არა მე ვარ მკურნალი, არამედ სახელის დება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი იოტებს ეშმაკთა და განსდევნის სენთა და უძლურებათა კაცთასა და ყოველი ძალი მაცთურისა ეშ... იხილეთ სრულად
ის მეომარია ჭეშმარიტად დაუმარცხებელი, რომლისთვისაც რწმენის, მეფისა და მამულისთვის გვირგვინი ისევე სასურველია, როგორც - გამარჯვებისა.
მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს.