შეუწყვეტელ და თბილ, სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი. ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან...
იხილეთ სრულად
შეუწყვეტელ და თბილ, სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი. ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან თქვა: „მე ვარ უფალი, ყოვლის შემოქმედი“.
ღირსი ანტონი დიდი უფალ იესო ქრისტეს სახელის განუწყვეტელ ხსენებას ამცნებს: „ნუ დაივიწყებ, – ამბობს იგი, – ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო, იესუ ქრისტ...
იხილეთ სრულად
ღირსი ანტონი დიდი უფალ იესო ქრისტეს სახელის განუწყვეტელ ხსენებას ამცნებს: „ნუ დაივიწყებ, – ამბობს იგი, – ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. აგრეთვე: უფალო იესუ ქრისტე, შემეწიე მე. ასევე: გადიდებ შენ, უფალო ჩემო, იესუ ქრისტე“.
როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელ...
იხილეთ სრულად
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისმევითა და საკუთარი...
როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩვენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძ...
იხილეთ სრულად
როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩვენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძოლები. პირველი საქმეა ყურადღება, შემდეგ როდესაც შევნიშნავთ რომ მოგვიახლოვდა მტრული აზრი, მაშინ ზიზღით შევამთხვევთ მას წყევლის სიტყვას გულიდან. შემდეგ საჭიროა ლოცვა მის წინააღმდეგ იესო ქრისტესადმი გულის მიმართვით და განიბ...
როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდე...
იხილეთ სრულად
როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს, ქალაქად უფლისა ძალთასა, თანა მამით და ყოვლაწმიდა სულითურთ.
იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვის დროს მოვუხმობთ, თვითონ ფლობს ძალას. ნუ შეგაშფოთებს შენი ლოცვის არასრულყოფილება და სიმშრალე, მოთმინებით ელოდე საღმრთო სახელის ხშირი მოხმობის შედეგად გამოღებულ ნაყოფს.
„იესოს ლოცვა“ თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების გრძნობითა და ცრემლებით გამოა...
იხილეთ სრულად
„იესოს ლოცვა“ თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების გრძნობითა და ცრემლებით გამოაჩენს. ეს ლოცვა უფრო ჩაღრმავდება და ნელ–ნელა სულისა და სხეულის ყველა ნაწილში ამოქმედდება, ყოველი ადგილიდან დაიწყებს ცოდვის გამოდევნას, ეშმაკის მბრძანებლობის, ზემოქმედებისა და გესლის განადგურებას.
თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მან...
იხილეთ სრულად
თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.
განუწყვეტელი ლოცვისგან ჩვენში მყოფი გონიერი ჰაერი სუფთავდება ბოროტ სულთა ბნელი ღრუბლებისა და ქარებისაგან. როცა გულის ჰაერი სუფთაა, მაშინ აღარაფერი ეწინააღმდეგება მასში იესოს ღმრთაებრივი ნათლის გამობრწყინებას, – თუკი არ აღვზვავდები...
იხილეთ სრულად
განუწყვეტელი ლოცვისგან ჩვენში მყოფი გონიერი ჰაერი სუფთავდება ბოროტ სულთა ბნელი ღრუბლებისა და ქარებისაგან. როცა გულის ჰაერი სუფთაა, მაშინ აღარაფერი ეწინააღმდეგება მასში იესოს ღმრთაებრივი ნათლის გამობრწყინებას, – თუკი არ აღვზვავდებით ზესთამჩენობითა და თავის გამოჩენის სურვილით... და ამის გამო არ მოვაკლდებით იესოს შეწევნას; რამეთუ ქრისტეს სიმდაბლის ხატს, სძაგს ყველაფერი ამგვარი.