განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
საკუთარ თავს შთავაგონოთ – ნუ განვიკითხავთ სხვებს, რადგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის, რაც სხვაში არ მოგვწონს.
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმანც ცოდვილისათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გიბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. – შენ განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზე... იხილეთ სრულად
რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
თ.7, 2
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: – კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკ... იხილეთ სრულად
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი – დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. – ამით საკუთარ თავსაც იხსნი... იხილეთ სრულად
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზე გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.