ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როცა ვინმე დუმს, მას ლოცვისა და გონების მოკრების დრო და საშუალება ეძლევა, ხოლო როცა უყურადღებოდ ატარებს საათებს, ლოცვისთვის დრო აღარ რჩება, დაუდევარი საუბრები კი სხვადასხვა ცოდვას შეჰმატებს. ამიტომ უწოდეს წმინდა მამებმა მდუმარებას... იხილეთ სრულად
თუ გსურთ, რომ თქვენმა ლოცვამ ცრემლისა და მადლის საშუალებით ღვთის წინაშე კადნიერება შეიძინოს, მოერიდეთ უქმ სიტყვებსა და სიცილს.
დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი განა შეძლებს თავი დააღწიოს უქმადმეტყველებას, რომელიც შობს სულის დამამძიმებელ ბოროტ სიტყვებს? თითოეულ ასეთ სიტყვაზე ადამიანი პასუხს აგებს.
თუ ლოცვის, სიმდაბლისა და გლოვის მეშვეობით საკუთარ თავში ჩაიკეტები, სულიერ საგანძურს აღმოაჩენ, ოღონდ განეშორე ამპარტავნებას და განკითხვას.
თუ ძმის საქციელი ან მონასტრის რაიმე საქმე განკითხვისკენ გიბიძგებს, შეეცადე ილოცო და შენებური ლოგიკით არ განსაჯო.