ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალობაზე ბევრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.
პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად მოგვითხრობს. იგი მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, ცათა სასუფევლის მშვენიერება იხილა და განკვირვებულს აღმოხდა: „რა ლამაზი და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!“
ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ.
მოდით, თავი ვაიძულოთ ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად, რომ ჩვენი იესოს ახლოს საუკუნო პასექი ვიდღესასწაულოთ და დავტკბეთ პირისპირ მისი ნეტარი ჭვრეტით, რომელსაც განსაცდელი და უსასოობა ვეღარ შეწყვეტს.
როცა გვაქვს ჭეშმარიტების ეს ცოდნა", ბუნებრივია, სულიერ თვალს გამუდმებით, ყოველწამიერად საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ იერუსალიმს მივაპყრობთ, იქ, სადაც ანგელოზთა გუნდები ჩვენთვის მიუწვდომელ ტკბილ და ბრძნულ ღვთის სადიდებლებს გალობენ. ჩემ... იხილეთ სრულად
შვილო, მიზანს ნუ დაივიწყებ. შეხედე ცას – როგორი მშვენიერება გველის. განა ყოველივე ამჟამინდელი ნაცარი, მტვერი და სიზმარი არ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხრწნადია? ზეციური კი მარადიულია. ღვთის სასუფეველი უსასრულოა. ნეტარია ... იხილეთ სრულად
სადაც ჩვენი უფალია, ჩვენც იქ ვიქნებით! იქ, სადაც ანგელოზები ძრწიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას! აი, ღვთის დაფარული სიბრძნე და უსაზღვრო სიმდიდრე!
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გ... იხილეთ სრულად