რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.
მეფისა და ხალხის ერთიანობა ჭეშმარიტ რწმენაში არის ცხოველსმყოფელი წყარო მათი სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ძალისა.
ჭეშმარიტად, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი მარადიული ცხოვრების არსებობა სწამს. ის კი, ვინც მხოლოდ ამ მქრქალ ცხოვრებას აღიარებს, მას სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილის სწამს და იმ სიკვდილმისჯილ... იხილეთ სრულად
ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელთბილი, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგო... იხილეთ სრულად
ურწმუნო კაცი მსგავსია უსაჭო ხომალდისა, რომელიც ზღვის ღელვას იქით-აქეთ მიმოაქვს. ღუზა საჭიროა ხომალდისათვის ქარიშხლის დროს, სარწმუნოება საჭიროა კაცისათვის გაჭირვების დროს.
დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მი... იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა... იხილეთ სრულად
თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი სიწმიდით, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შიში გქონდეს.
თუ მკვდარი ანთებული ნახშირის მიახლოვებით სხვა ასევ მკვდარი და ცივი ნახშირი აენთება, მითუმეტეს, ცოცხალი რწმენითა და ლოცვით გამოცოცხლებულ გულს ძალუძს, იგივე ცეცხლის ანთება სხვა, თვით სრულიად ცივ, ნახევრადმკვდარ გულშიც კი.