სასწაულები - ციტატები, გამონათქვამები
სასწაულები - ციტატები, გამონათქვამები სასწაულები, გამონათქვამები, ციტატები
რაც არ გესმის, მისით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ (მთ. 8, 27).
ვინც სასწაულთა შესაძლებლობას უარყოფს, იგი უარყოფს ერთი ცხოველი ღმერთის და ყოვლისშემძლე შემოქმედის არსებობას.
საჭირო არაა ბუნებრივი მტკიცებულებები იმისათვის, რაც ბუნებაზე აღმატებულია, ან ამ მტკიცებულებათა უკმარობის გამო, უარყოფა და ზებუნებრივის არ აღიარება.
სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს. მაგრამ - ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მათი შემოქმედი არის არა ბუნება, არა - ბუნების კანონები, არამედ - შემოქმედი ბუნებისა და მისი კანონების მიზეზი? თუმცა ხანდახან - თავისი მონების მეშვეობით.
ქრისტიანული რელიგიის სასწაულებრივი ქმედება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. დაე, ასე იყოს, მაგრამ, "რასაც გონება ვერ წვდება, ეს ჯერ კიდევ არ არის რაღაც ისეთი რამ, რაც მის კანონებს ეწინააღმდეგება".
ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი დასაბამისა და გავრცელების ისტორიიდან ამოვიღებთ ან გამოვრიცხავთ ყველა სასწაულებრივ ფაქტს, მიუხედავად ამისა, ის არ დაკარგავს თავის სასწაულებრივ ხასიათს და ღვთაებრიობას. "ქრისტიანობა, - ამბობს ... იხილეთ სრულად
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ის... იხილეთ სრულად
ფიზიკურ სამყაროშიც, რომელიც ღმერთმა თვალწინ გადაგვიშალა, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით საიდუმლოებებს. ხშირად არ გვესმის, რასაც ვხედავთ, არც ის, რასაც ვეხებით. ეჭვი არ გვეპარება ბუნებრივი საგნების არსებობაში, მაგრამ არ ვიცით, როგორ არსებო... იხილეთ სრულად
გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე.