ყოველი ქრისტიანე, თუ გინდ ერისკაცი იყოს, უნდა სცდილობდეს ქვეყანასა ზედა, შეძლებისა გვარად, გავრცელებას და განმტკიცებას ქრისტეს სჯულისას.
link
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ...
იხილეთ სრულად
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ჰფიქრობენ, რომელ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა. ერისკაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალება ყოველი ქრი...
link
წმინდანები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს. ხშირად მესმის, როგორ გალობს ღვთისმშობელი თავის საოცარ, გულისშემძვრელ საგალობელს, რომელიც მან მთავარანგელოზისაგან მიღებული ხარების შემდეგ, თავისი ნათესავის, ელისაბედის სახლში შეთხ...
იხილეთ სრულად
წმინდანები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს. ხშირად მესმის, როგორ გალობს ღვთისმშობელი თავის საოცარ, გულისშემძვრელ საგალობელს, რომელიც მან მთავარანგელოზისაგან მიღებული ხარების შემდეგ, თავისი ნათესავის, ელისაბედის სახლში შეთხზა. მესმის მოსეს საგალობელიც, წმიდა ზაქარიას - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამის და წმიდა ანნას - წინასწარმეტყველ სამოელის დედის საგალობელი, გალობა სამი ყრმისა და გალობა მარიამისა. ვინ მოთვლის ახალი აღთქმის მამების საგალობ...
link
ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა ის, რომ ყოველი კაცი ჰბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება, სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის...
იხილეთ სრულად
ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა ის, რომ ყოველი კაცი ჰბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება, სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის კაცი, ქვეყანა ასე სცხოვრობს და მეც ასე უნდა ვიცხოვროო. ეს თვისება დამღუპველია მისთვის, რომ ზნეობა, ჩვეულება, ცხოვრება ქვეყანისა, ანუ საზოგადოებისა, უმრავლეს ნაწილად ყოველთვის არის ცუდი, ქრისტეს სჯულის წინააღმდეგი.
link
ფრიად დასაწუნებელი და გასამტყუნებელია ერთი სხვაზე მომეტებულად გავრცელებული თავის შექცევა საზოგადოებასა შინა – ქაღალდის (ბანქოს) თამაშობა. გარიგებ და გირჩევ, ძმაო ჩემო, ვისაც ეს ჩვეულება გაქვს, დასტოვე იგი, რადგანაც არის მავნებელი ...
იხილეთ სრულად
ფრიად დასაწუნებელი და გასამტყუნებელია ერთი სხვაზე მომეტებულად გავრცელებული თავის შექცევა საზოგადოებასა შინა – ქაღალდის (ბანქოს) თამაშობა. გარიგებ და გირჩევ, ძმაო ჩემო, ვისაც ეს ჩვეულება გაქვს, დასტოვე იგი, რადგანაც არის მავნებელი სულიერადაც და ხორციელადაც. სულიერად იმ სახით, რომელ, როდესაც კაცი ქაღალდს თამაშობს, მაშინ მის სულში აღიძვრებიან და განმტკიცდებიან მრავალნი ცუდნი ვნებანი: სიხარბე, ჯავრი, სიძულვილი, ჩხუბი; ხორციელად ასე, რომ კაცი დიდხანს ...
link
ერთობ მავნებელი და დამღუპველია დაუდევნელობა, ძმანო ჩემნო. დაუდევნელი, წინდაუხედველი კაცი თვით ამ ქვეყანაზე არის ჭირში და განსაცდელში, პირდაპირ ვიტყვი, იგი დაემზგავსება პირუტყვს. პირუტყვმა არ იცის რა არის მომავალი და არ ჰფიქრობს ხვ...
იხილეთ სრულად
ერთობ მავნებელი და დამღუპველია დაუდევნელობა, ძმანო ჩემნო. დაუდევნელი, წინდაუხედველი კაცი თვით ამ ქვეყანაზე არის ჭირში და განსაცდელში, პირდაპირ ვიტყვი, იგი დაემზგავსება პირუტყვს. პირუტყვმა არ იცის რა არის მომავალი და არ ჰფიქრობს ხვალინდელი დღისათვის, ხოლო კაცს როგორ შეენდობა, თუ არ იფიქრა მომავლისათვის. თუ ამ ქვეყანაზედ ვერ მოიპოვებს მოსვენებას, მით უმეტესად ვერ ეღირსება იგი საუკუნო ცხოვრებას. დაუდევნელობა უშლის, აყენებს კაცს, რომ გაისწოროს თვისი ...
link
კაცის ხასიათზე და მოქმედებაზე არ უნდა იფიქრო და მიიღო გადაწყვეტილი აზრი, მისი გარეგანისა მოქცევისა და ლაპარაკისაგან, არამედ იმას უფრო უნდა უყურო, რა განზრახვა აქვს კაცს, რა მიზანი ანუ საგანი ამოქმედებს და ალაპარაკებს.
link
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შუ...
იხილეთ სრულად
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შური დიაღ პატიოსანი და მოსაწონი თვისება არის, გარნა მაშინ, როდესაც ის არის მეცნიერებით, ესე იგი ჭკუით, გონიერად.
link
მაშასადამე, – მკითხავს მე ვინმე, – გარეგანი თაყვანისცემა, არა ყოფილა საჭირო ღვთისათვის? მაშასადამე, რისთვის გვაქვს ჩვენ, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, ჩვეულებად პირჯვრის წერა, მუხლის მოდრეკა, გალობა, ხმამაღლა ლოცვის წარმოთქმა? რის...
იხილეთ სრულად
მაშასადამე, – მკითხავს მე ვინმე, – გარეგანი თაყვანისცემა, არა ყოფილა საჭირო ღვთისათვის? მაშასადამე, რისთვის გვაქვს ჩვენ, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, ჩვეულებად პირჯვრის წერა, მუხლის მოდრეკა, გალობა, ხმამაღლა ლოცვის წარმოთქმა? რისთვის ვიმარხავთ, ვდღესასწაულობთ, რათ ვაშენებთ ელესიებს? არა, ძმანო ჩემნო! ესენი ყოველნი დიაღ საჭიროა და კარგია, გარნა მაშინ, როდესაც ამათ თანაუვის სულიერი თაყვანისცემა, ანუ როდესაც ისინი მომდინარეობენ სულიერისა თაყვანისცე...
link
რაი არს და რასა შინა მდგომარებს თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა? კაცს აქვს სული და ხორცი, ესე იგი კაცის ბუნებას, ანუ არსებას, შეადგენს სული და ხორცი. სული კაცისა არს უხილავი და ყოველი მოქმედება სულისა, ესე იგი: გრძნობა...
იხილეთ სრულად
რაი არს და რასა შინა მდგომარებს თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა? კაცს აქვს სული და ხორცი, ესე იგი კაცის ბუნებას, ანუ არსებას, შეადგენს სული და ხორცი. სული კაცისა არს უხილავი და ყოველი მოქმედება სულისა, ესე იგი: გრძნობა, აზრი, მეცნიერერბა, სურვილი არის უხილავი. მაშასადამე, თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა არის ერთი უხილავი, საიდუმლო მიქცევა ღვთისადმი თვით სულისა და ყოვლისა მისისა მოქმედებისა, დამორჩილება ღვთისა – გონებისა, ა...