სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ბედნიერება და უბედურება სათნოების საცდელი ქვებია: ვიდრე იგი მათზე არ გამოიცდება, მისი სიმტკიცის იმედზე ყოფნა არ შეიძლება.
"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა ... იხილეთ სრულად
მრავალი ნაყოფისაგან ხის ტოტები იღუნება, მრავალი სათნოებისაგან კი ადამიანში მისი აზრები მდაბლდება.
რაც უფრო წარემატება ადამიანი სათნოებებში, მით მეტად უძნელდება სხვათა არაწმიდების დაჯერება.
როგორც წვიმა ააღორძინებს თესლს, ასევე საეკლესიო მსახურება განამტკიცებს სულს სათნოებაში.
თავშეკავებული განეშორება ნაყროვანებას, არამომხვეჭელი - ანგარებას, მდუმარე - მრავლისმეტყველებას, წმინდა - ავხორცობას, ქალწული - სიძვას, ზომიერი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - დაბრკოლებას, თავმდაბალი - პატივმოყვარეობას, მორჩილი - კ... იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებებს. და, თუკი ჩვეულებრივ ლაპარაკობ სათნოებებზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ იგი ვერ გიშველის.
სათნოება თავისი არსით ერთია (ეს სიყვარულია), მაგრამ სულიერ ძალებში სახეს იცვლის, ისევე, როგორც სინათლის შუქს ფორმა არა აქვს, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, იღებს იმ სივრცის ფორმას, რომელსაც გადის.