ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
განუწყვეტლივ იმეორეთ იესოს ლოცვა; დაუღალავად იღვაწეთ; იყავით თავშეკავებულნი; ილოცეთ; უბრალო და მოკრძალებული სამოსი ატარეთ; სასულიერო წიგნები იკითხეთ
მცონარობას უფრთხილდით ლოცვაშიც და გულისსიტყვებთან მიმართებაშიც. გამონაკლისი არც მღვიძარების ღვაწლში სიზარმაცეა. ნუ ზარმაცობთ, შვილებო, რადგან უდებება საშინელი ბოროტებაა, ყველა ბილწი გულისთქმის მშობელი, ჯოჯოხეთის წინამორბედი და საზ... იხილეთ სრულად
საჭიროა მოვალეობების მიმართ თავის იძულება; განსაკუთრებით კი, მდუმარება ლოცვასთან ერთად.
ტკივილითა და ცრემლით ილოცე. გამხნევდი, ქრისტე არ მიგატოვებს. ცოტა აიძულე თავი და ეშმაკი გაგეცლება.
უთხარი მტერს: „ღმერთი ჩემშია. თუ თავს ლოცვით, სიმდაბლითა და ცრემლით ვაიძულებ, ის მიჩვენებს თავის წმინდა სახეს! არა მარტო მონასტერში, არამედ ლოთივით სოდომშიც რომ ვიყო, ღმერთს შეუძლია ჩემი სულის ამ წმინდა წადილის შესრულება“.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.