ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
შვილებო, შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან სასუფეველში სრული სიყვარულია და ვისაც სიყვარული არ გააჩნია, იქ ვერ შევა.
მკაცრია ზამთარი, ტკივილიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე. აღაპყარით თვალები და იხილეთ ზეციური იერუსალიმი. იქ ბედნიერება, სიხარული და ნეტარებაა უკუნითი უკუნისამდე! რა სიხარული და მხიარულებაა ადამიანისთვის ღვთის ახლოს მარადიული ცხ... იხილეთ სრულად
მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია. იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ვისაც ის გვიყვარს, მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს. ამას სულის აღდგომა და სულიერი მხიარულება მოჰყვება. მკაცრია ზამთარი, ტკივილიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე.
ვინც ამქვეყნიურ ამაო საგნებს უგულებელყოფს, ანუ ვნებიანად არ ისურვებს მათ, საუკუნო სიკეთეთა თანაზიარი გახდება!
ნეტარ არიან ღვთივსულიერი ფილოსოფოსები, რომლებიც წარმავალს გასცემენ და მარადიულს აგროვებენ, რათა ამ ქვეყნიდან გასვლისას განძი ღვთის საუნჯეში გამრავლებული დახვდეთ. ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამ... იხილეთ სრულად
ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანადგურებელი იყო ცოდვა და ის თავის დამღუპველ მოქმედებას კვლავაც განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს.
ღვთის შვილები ზეციური სამოსით შეიმოსებიან, სახე ღვთიური ნიშნით გაუბრწყინდებათ და საუკუნო განსვენებისთვის მამობრივ სამკვიდრებელში შევლენ! ისინი ზეციურ სავანეებს მოივლიან და იქაური უსაზღვრო სიმდიდრის ხილვით განკვირვებულნი საუკუნე... იხილეთ სრულად