ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; ... იხილეთ სრულად
სულიწმიდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა. იგი გონიერი არსია, ძალით უსასრულო, სიდიადით უსაზღვრო არსი, რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით, საუკუნეებით.
სულიწმიდა არის კურთხევა-განათლების წყარო, დასაბამი. ყოველი ქმნილება სწორედ მისგან იღებს კურთხევას ზიარების შემდეგ. და ეს წყარო არასდროს არ ილევა, არ იშრიტება მათი მიზეზით, ვინც დაეწაფება და ეზიარება მას. თავისი არსით იგი მარტივია,... იხილეთ სრულად
ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან, ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან, სიცოცხლე სიცოცხლისაგან.
დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან, თუნდაც ძალიან ცნობილისგან, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის მადლი. სულ სხვაა ირწმუნო მხოლოდ, რომ ღმერთი არის, შეიცნო იგი ბუნებისაგა... იხილეთ სრულად
ამგვარად, როცა სულიწმინდის შესახებ წმინდა წერილის სიტყვებს გაიგებ, რომ ის თითოეულ მოციქულზე გარდამოვიდა (საქმ. 2, 3), ან წინასწარმეტყველზე აღვიდა (1 მეფ. 10, 10), ან მოქმედებს, არის შეურაცხყოფილი, დაშრეტილი, განრისხებული და ასევე,... იხილეთ სრულად
ჩვენი სული ღმერთისაგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს.
ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია.
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ა... იხილეთ სრულად