სასწაულები - ციტატები, გამონათქვამები
სასწაულები - ციტატები, გამონათქვამები სასწაულები, გამონათქვამები, ციტატები
საკვების არსებობის ყველაზე მარტივი მტკიცებულება ყველა ცოცხალ არსებაში შიმშილის გრძნობაა: ასევე ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ღვთის არსებობისა არის ყველა კეთილი გულის მისწრაფება ღვთისადმი
თუკი ატომთა შეჯახებას (მატერიალისტთა შეხედულებით) შეეძლო. შეექმნა მთელი სამყარო, მაშინ რატომ არ შეუძლია მას, შექმნას ერთი ტაძარი, ან ერთი სახლი - ეს ხომ ბევრად უფრო მარტივი და ადვილი იქნებოდა?
თუკი დასაშვებია (მატერიალისტთა) ის შეხედულება, თითქოს რაღაც მყარი და განუიყოფელი სხეულები, უცნობი ძალითა და სიმძიმის ძალით მიზიდულნი, ქვემოთ მიისწრაფოდნენ და მათი შემთხვევითი შეჯახებით შეიქმნა ეს კეთილმოწყობილი და მშვენიერი სამყარ... იხილეთ სრულად
ღვთის უარყოფა თავის თავში ყოვლად სულელურ ვარაუდს შეიცავს: მკაცრად რომ ვთქვათ, ის სხვა არაფერია, თუ არა - უჩვეულო თვითგანდიდება? ვიდრე ვინმე შეძლებს, რომ თქვას: "სამყარო უფლის გარეშე არსებობს" - მან უნდა გამოიკვლიოს სამყარო მთელი თ... იხილეთ სრულად
ღვთის არსებობის ხილულ, შესაგრძნობ მტკიცებულებებში, ჩვენს გარშემომყოფ ბუნებაში განა შესაძლებელი არაა, საკმაოდ ვიხილოთ (ფს. 13, 1) უგუნურება ათეისტთა, რომლებიც ღვთის არსებობას უარყოფენ, ან მატერიალისტთა, რომლებიც მზად არიან, თუნდაც ... იხილეთ სრულად
მატლისა და ქინქლის წარმოქმნაში შეუდარებლად აღმატებული ხელოვნება ჩანს, ვიდრე - ადამიანის გონების მიერ შექმნილ საუკეთესო ნაწარმოებებში. მრავალნი აშენებენ ბრწყინვალე შენობებს, გამოიგონებენ საოცარ მანქანებს, აგებენ უზარმაზარ გემებს: მ... იხილეთ სრულად
ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს. ხოლო ღვთის აზრი სრულყოფილია, სავსეა, და შესაბამისად, ყოველი მისი ქმნილება თავისი შესახედაობითა და ჯიშით, საკუთარ თავში შეიცავს მთელ სრულყოფილებასა და სისავსეს. მართალია, ზოგიერთ... იხილეთ სრულად
ერთხელაც ვიწრო ბილიკით წადით მინდვრისაკენ, რომელზეც ხორბალია დათესილი, დააკვირდით თავთავს: ხედავთ ამ მსუბუქ გარსს, რომელიც გარს ერტყმის თავთავის ფხებს, რომლებიც მას იცავს? - ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თავთავი მზის დამღუპვე... იხილეთ სრულად
იმ ურიცხვი სასწაულების ცქერა, რომლებიც ზეცასა და მიწაზე აღესრულება, ის წიგნია, რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია და რომელიც დღედაღამ უქადაგებს ღვთის დიდებას ადამიანებს, რომელთაც შეზღუდული შემეცნება აქვთ
966. შეიძლება თუ არა სასწაულის ხილვისაგან მოველოდეთ სარწმუნოების შეძენას, ხოლო უგულებელვყოთ ღვთის სიტყვა?