იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები იესოს ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
„სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ ... იხილეთ სრულად
ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.
ვინც ქრისტეს თავის ღვთად და უფლად აღიარებს, მას ქრისტეს სახელის მოხმობა განამტკიცებს, რომ ღვთის ნება აღასრულოს. ხოლო თუ არ განმტკიცდება და გაძლიერდება, აშკარაა, რომ ის ქრისტეს მხოლოდ ბაგით აღიარებს, გულით კი მისგან განშორებულია.
სადაც ლოცვა მოქმედებს, იქ ქრისტეა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, ერთარსი და განუყოფელი სამება.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა – უფალთან ურთიერთობის საშუალება. ის უსასყიდლოა, საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ მდუმარების უფსკრულსა და ჩვენი გულის სიღრმეში ჩავიძიროთ და რაც შეიძლება ხშირად მოვუხმოთ უტკბესი იესო ქრის... იხილეთ სრულად
ლოცვის სიხშირე ლოცვის ერთგვარ ჩვეულებაში გადადის, რაც მალე მეორე ბუნებად იქცევა და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობაში აჰყავს.
იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელს... იხილეთ სრულად