განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
თქვენი თანამოღვაწე ძმების სულიერ უძლურებებს ნუ გამოიძიებთ, რადგან ეს საკმაოდ დაგაზიანებთ. ღვთის გულისთვის თანაგრძნობით დახუჭეთ თვალი მათზე, რომ ღმერთმა თქვენს უძლურებას თანაგრძნობით მოხედოს.
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.
თუკი ხშირად შეხებითაც კი არასწორად აღვიქვამთ საგანს, მით უფრო შეიძლება მოვტყუვდეთ ადამიანების ნათქვამი სიტყვით. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო
თუ ყურადღებით არ ვიქნებით, განკითხვის ცოდვა დაგვიგროვდება და მაშინ სინანულია საჭირო. რამდენჯერ უნანია ადამიანს თავისი ნათქვამის გამო? გავიხსენოთ აბბა არსენის სიტყვები: „ლაპარაკის გამო ბევრჯერ მინანია, დუმილისთვის კი არასდროს“.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ სანამ ბრალდებული თავს არ იმართლებს, მისი დადანაშაულება უსამართლობაა. წმინდა სახარებაც ამას ამბობს: „ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?“ (იოან. 7, 51)
ვინც განიკითხავს და ეჩხუბება მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ მადლის მიღების ნაცვლად, რაც გააჩნია, იმასაც დაკარგავს, რომ ტანჯვით მიიღოს სიმდაბლის გაკვეთილი.