მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხ... იხილეთ სრულად
ნუ დარდობ, ყველაფერი გაივლის. ასეა დასახული ცხონებულთა გზა – ჭირითა და მწუხარებით.
განსაცდელები თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის მოწმეა. კაპიტნის სანაოსნო გამოცდილებას ქარიშხალი გამოაჩენს. ხოლო იმას, თუ ვინ არის ქრისტიანი, ღვთისმიერი მწუხარება გამოამჟღავნებს.
სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ... იხილეთ სრულად
არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს. ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად ... იხილეთ სრულად
განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვ... იხილეთ სრულად