გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როცა ბაგეებით ლოცვა წარემატება და შინაგანისკენ მიიზიდავს გონებას, მაშინ ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებს მას, რომ ბაგეების გარეშე, თვითონ იმეოროს ლოცვა. მაშასადამე, ნაყოფი უკვე მივიღეთ. შემდეგ ხან ბაგეების, ხან გონების მეშვეობით ლოცვა... იხილეთ სრულად
მონდომება, ყურადღება, სურვილი და მიზანი, რომ შევიძინოთ მოუკლებელი ლოცვა, გონების მოკრებაში გვეხმარება.
როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და მისი ჭვრეტისკენ წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება.
ნუ ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს! მოდით, განვმარტოთ ეს: როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშეს... იხილეთ სრულად
გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე წარმოსახვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რაიმე სურათი რომ არ მიიღოს.