ხოლო ქალწულთათვის არა მაქვს უფლის ბრძანება; არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული და სარწმუნოდ შერაცხილი:
მე ეგრე მგონია, რომ, აწინდელი გაჭირვების გამო, კაცისთვის უმჯობესია, თუ იქნება ასე.
ცოლიანი...
იხილეთ სრულად

ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.
თუმცა, თუ იქორწინებ, არა სცოდავ; და თუ ქალწული იქორწინებს, არ სცოდავს. მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას; ხოლო მე გზოგავთ თქვენ.
თ. 6-7
link
ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს;
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს თავისი ქმარი.
ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, და ...
იხილეთ სრულად
ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს;
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს თავისი ქმარი.
ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, და ასევე ცოლი - ქმარს.
ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი.
ნუ განეშორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით, რათა ლოცვისა და მარხვისათვის მოიცალოთ; შემ...
link
საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.
დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს.
ქალისაგანაა სათავე...

ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი.
ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს.
თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.
თ. 24-25
link
ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.
ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.
თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმართ ვერავინ შეედრება ადამის ძეთ...
იხილეთ სრულად
ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.
ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.
თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმართ ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან.
ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს.
სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება იტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი.
რადგან, ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალა...
link
ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.
თ. 6-7
თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაცხყოფ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაცხყოფ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისაც უცქერ, რადგან მას მცნებების წინააღმდეგ ეხები.
link
და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც.
თ. 9-10
და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
თ. 18-19
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: "რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა" (I ტიმ. 2,13); "თავ დედაკაცისა - ქმარი, რამეთუ არ...
იხილეთ სრულად
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: "რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა" (I ტიმ. 2,13); "თავ დედაკაცისა - ქმარი, რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის" (I კორ. 11, 3-9).
link
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამე...
იხილეთ სრულად
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.
თ. 26-27
link