თვითმკვლელობა - ციტატები, გამონათქვამები
თვითმკვლელობა - ციტატები, გამონათქვამები თვითმკვლელობა, გამონათქვამები, ციტატები
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა ლოთობა და ნარკომანია, რომელთაც პიროვნებები სრულ გადაგვარებამდე მიჰყავთ. თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი ეს ორი სენი განსაკუთრებით საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის. ექიმების, ფსიქოლოგების... იხილეთ სრულად
როგორი ტკივილიც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოთ ეს დანაშაული, რადგანაც ნებისმიერი მიწიერი განსაცდელის ჟამს გამოსავალის პოვნა მაინც არის შესაძლებელი, თვითმკვლელის შველა კი არავის ძალუძს.
სამწუხაროდ, თვითმკვლელობის ფაქტები ბოლო დროს ჩვენშიც გახშირდა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევხებივარ ამ საკითხს, კვლავაც მინდა, ყურადღება მასზე შევაჩერო. ადამიანს, რომელიც ასეთ ცოდვას სჩადის, სრულიად დაკარგული ... იხილეთ სრულად
სტატისტიკა მოწმობს, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ და ცივილიზებულ ქვეყნებში უფრო მეტად ჭარბობს სულით დაავადებულთა და სულიერი გადახრების მქონეთა რიცხვი, ასევე ბევრია თვითმკვლელთა რაოდენობა ახალგაზრდებში, რადგან ასეთ საზო... იხილეთ სრულად

თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. ესაა დანაშაული, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ღვთისაგან არ ეპატიება. მისი შედეგი მარადიული სატანჯველია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია. ვისაც ა... იხილეთ სრულად
სიცოცხლე ღვთის საჩუქარია: მისი განკარგვა საკუთარი და არა - ღვთის ნების მიხედვით, დანაშაულია.
ურწმუნოება კი შობს უიმედობას, უიმედობა უნუგეშობას, სასოწარკვეთილებას და სასოწარკვეთილება სულიერად სიკვდილს, რის შემდეგ ადამიანს ჭირსა და უბედურებასა შინა თავის სიკვდილის მეტი სახსარი არა დარჩენია რა.