ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები
ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები
ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს.
კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი – ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები.
შვილო, დაიცავი პირი, რომ გულიც წმინდად დაიცვა. სუფთა გულში უფალი მოდის და იქ მკვიდრდება. მაშინ გული ღვთის ტაძრად იქცევა, ანგელოზებს კი უხარიათ იქ დავანება!
დაიცავი ენა, რადგან როცა ადამიანს ენა ამარცხებს, ის დაუოკებელ ბოროტებად იქცევა მისთვის, სხვებსაც ჩაითრევს თავის დინებაში და ცოდვის უფსკრულში გადაჩეხს.