შეიძლება სახარება მჯდომარემ ვიკითხოთ?
შიძლება სიარულის დროს ან დაწოლილ მდგომარეობაში ლოცვა? როდესაც სახლში ლოცულობ, აუცილებელლია სახარების კითხვისას ფეხზე დგომა? შეიძლება სახარების კითხვა საზოგადო ტრანსპორტში?
ლოცვისას გონება მეფანტება...
როგორ ვისწავლოთ სულიერი ცხოვრება?
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას. ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილ...
იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
link
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემო...
იხილეთ სრულად
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ "უფალი ღმერთი ერთ არს" და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30).
link
ყოველი, ვინც საკუთარი სულის მიუკერძოებელსა და საფუძვლიან გამოკვლევას მოისურვებს, დაინახავს მასში უგრძნობელობის სენს, დაინახავს, მთელ მის სიმძიმესა და სერიოზულობას და აღიარებს, რომ ეს სენი არის სულის სიკვდილის ნიშანი და გამოვლინება...
იხილეთ სრულად
ყოველი, ვინც საკუთარი სულის მიუკერძოებელსა და საფუძვლიან გამოკვლევას მოისურვებს, დაინახავს მასში უგრძნობელობის სენს, დაინახავს, მთელ მის სიმძიმესა და სერიოზულობას და აღიარებს, რომ ეს სენი არის სულის სიკვდილის ნიშანი და გამოვლინება. ნახეთ, რა მოწყენა გვეუფლება, როგორც კი წმ. წერილის კითხვას დავაპირებთ! რა გაუგებარი, უმნიშვნელო, უცნაური გვეჩვენება წაკითხული! როგორ ვცდილობთ, მალე გავთავისუფლდეთ ამ საქმისგან! რატომ? იმიტომ, რომ არ თანავუგრძნობთ წმ. წ...
link
ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორ...
იხილეთ სრულად
ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომაქს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზრდელის გადამეტებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზღს ყოველგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი, დაბოლოს, მოწყინებას (არა მოწყინება თანამედროვე მნიშვნელობი...
link
გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერ არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გ...
იხილეთ სრულად
გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერ არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გააკეთე ყველაფერი, რაც ახლად გამოღვიძებულ სხეულს სჭირდება, მერე კი შენი პირადი ლოცვის კანონი შეასრულე, ოღონდ იმდენად ლოცვის რაოდენობაზე ნუ იფიქრებ, რამდენადაც მის ხარისხზე: ეცადე, ყურადღებით ილოცო, ყურადღების შედეგად კი გ...
link
მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმიდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთა...
იხილეთ სრულად
მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმიდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთა უღებს კარს.
link