ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
მე თუ ახლა შენ ცუდად მოგეპყრობი, ვის მოვეპყარი ცუდად, პირადად შენ? - შენში ღმერთს მოვექეცი ცუდად, შენში ღმერთი ვერ დავინახე
ადამიანზე დიდი არსება სამყაროში არ არსებობს. ღმერთი, და მორჩა!
ჩვენც მოგვიწოდებს, განღმრთობისკენ
ადამიანი უკვდავი არსებაა. ადამიანის სული უკვდავია. თუნდაც რელიგია არ ყოფილიყო, მე ეს რწმენა მაინც გამიჩნდებოდა
ადამიანი ბედნიერებისთვის იბადება ამქვეყნად და არა - უბედურებისთვის. სიხარულისთვის, და არა - მწუხარებისათვის
ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა და მიდრეკილებებით. მერე იძენს ამას საზოგადოებაში, როცა უყურებს ცხოვრებას, როცა აღზრდაში რაღაც დააკლდება - აი მაშინ სარეველასავით ამოიზრდება უკეთური მიდრეკილებები, როგორიცაა: ბოროტება, სი... იხილეთ სრულად
სიყვარული, ისევე, როგორც რწმენა, საქმეთა გარეშე მკვდარია. ათასჯერ რომ თქვა, მწამს ღმერთიო, მოციქული გეტყვის - კი გწამს, მაგრამ საქმეები მიჩვენე, თორემ ვერ გავიგებ, მართლა გწამს, თუ არაო. მთავარი საქმე ის არის, რომ ადამიანებში ვხე... იხილეთ სრულად
ადამიანი უკვდავია, არა კვდება. რომც გინდოდეს, რომ თავი მოიკლა, ვერ მოიკლავ, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს სული და ის არის უკვდავი
ადამიანის შესაძლებლობას ზღვარი არა აქვს. სადაც კომპიუტერი იპოვა, იქ იმაზე მეტს იპოვის და მერე კიდე მეტს იპოვის და ეს არ დასრულდება არასდროს
მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი შემოქმედებისა.
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი, გავალამაზოთ ცხოვრება. ამ ნიჭს შემოქმედება ჰქვია და ეს არის უფლის ძალა ჩვენში
ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული ადამიანი!
ნათქვამია “შენ ადამიანად დაიბადე, მაგრამ ადამიანი უნდა გახდეო"
გაადამიანურება მთელი ცხოვრება გვჭირდება ჩვენ