ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფალი უშრომლად, ჯაფის გარეშე ასაზრდოებს ყოველ ცოცხალ არსებას – ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ზღვის ცხოველებს, მიკრობებს, მილიონობით ცოცხალ ქმნილებას. ყველასთვის ზრუნავს!
„ვინ ცნა გონება უფლისა? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34). ვის შეუძლია გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს უსაზღვრო გონი როგორც ზეცაში, ისე დედამიწასა და ქვესკნელში?
უფალი გვზრდის, გვმოსავს, გვიცავს, მფარველი ანგელოზი დაგვიდგინა, თავისი წმინდა საიდუმლოებებით – ხორცითა და სისხლით – გვასაზრდოებს, ჩვენთვის უსასრულო სასუფეველი აქვს გამზადებული, გზასაცდენილებს შეგვიწყნარებს, მონანულებს მიგვიღებს.
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედუ... იხილეთ სრულად
როცა რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენი ქედმაღლობა ისე წამოყოფს თავს, თითქოს ცა და ქვეყანა შეგვექმნას. ღმერთმა კი ყოველივე არარსებულისგან შექმნა და, მიუხედავად ამისა, ასე დაიმდაბლა თავი!
მხოლოდ ღმერთში იპოვი ნამდვილ ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან ამ ყველაფრის წყარო უცვალებელი და ჭეშმარიტი ღმერთია.
ქრისტემ გვიბრძანა, ჩვენს მტრებს დღეში „სამეოც და ათ შვიდ გზის“ (მათ. 18, 22) შევუნდოთ. მით უმეტეს, შეგვინდობს თვითონ უფალი, მიმტევებლობის უფსკრული!