განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები
განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები განმარტოება, გამონათქვამები, ციტატები
ამბობ, სურვილი გიჩნდება განდეგილობისა. ადრეა, ჩემო კარგო და არც არის საჭირო. განა მარტოობაში არ ცხოვრობ? ძალიან იშვიათად თუ ვინმე შემოგივლის. ხოლო ტაძარში რომ გიწევს ყოფნა, ეს კი არ არღვევს შენს მარტოობას, არამედ განამტკიცებს, გაძ... იხილეთ სრულად
განმარტოების წუთები მხოლოდ და მხოლოდ საღმრთო საქმისათვის, ლოცვისა და ღმერთზე ფიქრისათვის უნდა გამოვიყენოთ. თუ მცირედ მაინც სწორედ წარიმართებიან ეს საქმიანობები, არ მოგცემენ მოწყენის საშუალებას. რამეთუ მათგან აღმოცენდება სულიერი ნუ... იხილეთ სრულად
თქვენ, რა თქმა უნდა, იცით საქმის არსი რომ შინაგანი ცვლილებაა. ამ ცვლილების და მათგან მომდინარე იმპულსების შესაბამისად უნდა შეიცვალოს გარეგანიც... ერთს გეტყვით: ახვალე, ამჟამინდელ მდგომარეობაში განმარტოვდით სახლში, განმარტოების საა... იხილეთ სრულად
თუ აირჩიე მონასტერი, მაშ, განემზად მარტოობისათვის! მონასტერში იმ ადამიანს ძალზედ გაუჭირდება, ვინც ისეთივე ურთიერთობებს გააგრძელებს ყველასთან, როგორც ერში ჰქონდა. მონასტერში მხოლოდ წინამძღვარს და სულიერ მამას ან ბერს უნდა ვცნობდეთ,... იხილეთ სრულად
თქვენ გეუბნებით: უფრო დიდი დამსახურებაა ცხოვრებისეულ ორომტრიალში მოღვაწეობა, ვიდრე განმარტოებაში ცხოვნება. თქვენ არ უარყოფთ ამას. ჭეშმარიტი მოღვაწეები ყურადღებას არ აქცევენ დამსახურებებს, მხოლოდ ვნებიანი გრძნობებისა და აზრებისაგან... იხილეთ სრულად
458. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, ჭეშმარიტია თუ არა გულის ის ლმობიერება, რომელიც, როგორც მეჩვენება, მე მაქვს? უნდა ვიყო თუ არა აქ განმარტოებით? და ილოცე ჩემთვის, რამეთუ ხორციელი ბრძოლა მაწუხებს
პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების გამოცდილნი გვასწავლიან, ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით - მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დ... იხილეთ სრულად
ერში მცხოვრებში ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც - ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც - ვეფხვებსა და ლეოპარდებს.
ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან.
დამშვიდებული სინდისის მქონე ადამიანი ყველასთან შეძლებს მეგობრობას, ცუდი სინდისით კი განმარტოებაშიც იტანჯება და შფოთავს.