წუთისოფლის უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის უარყოფა, გამონათქვამები, ციტატები
ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა, არაფერს ნიშნავს იმისათვის, ვისთვისაც უფალი ყველაფერია.
ძნელია, შენში მოაკვდინო სოფელი, სანამ შენს თავს არ მოაკვდინებ სოფლისათვის – ცოდვათა მიზეზებისათვის.
ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუ... იხილეთ სრულად
როგორც მკვდარს არ ესმის ხმა მეგობართა და ახლობელთა თავისი ქალაქისა თუ სოფლისა, რადგან სხვა სამყაროში გადაინაცვლა და აღარა ცხოვრობს იქ, ასევე უნდა იყოს მონაზონიც: რაკი ბერული სამოსელით შეიმოსება, უნდა განეშოროს თავის ქალაქს, ახლობლ... იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლია მოსწყდე სოფელს, მაშინ იღვაწე, რათა, ყოველ შემთხვევაში, შენში აღმოფხვრა სიბრძნე ამა სოფლისა.
821. რა მიზეზით შიძლება დატოვოს ადამიანმა ეს სოფელი და მონასტერში წავიდეს?
უკუეთუ აღგიღებიეს თავით თვისით მსახურებაი ღმრთისა და განშორებულ ხარ საქმისაგან კაცობრივისა, და ზაცისა საზრდელი გიყოფიეს საზრდელად შენდა, და მინდობილ ხარ ღმრთისა, და სასოებაი გაქუს კეთილთა მათ საუკუნეთაი და ცხოვრებისა დაუსრულებელის... იხილეთ სრულად
19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან (ვნებათა მოკვეთისგან) სხ... იხილეთ სრულად
18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას... იხილეთ სრულად
თუ სული სოფლის ბორკილებისაგან არ გათავისუფლდა, ვერ შეძლებს გულწრფელად უყვარდეს ღმერთი, რამეთუ ყოფითი საზრუნავი, ღირსი ანტიოქეს თქმით, რაღაც საბურველის მსგავსია მისთვის