როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ ...
იხილეთ სრულად
როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს.
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ...
იხილეთ სრულად
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთაებრივი სიხარული და მხიარულება. ამის შემდეგ კი ღმერთი ღვთისმოყვარეებსა და მცნების აღმასრულებლებს თავის მარადიულ სამეფოში ჯილდოს მიანიჭებს აღთქმისამებრ – მთელი სისრულით უბოძებს მათთვის სამყაროს შექმნამდე გამზადებულ სიკეთე...
სადაც კი შეგვიძლია მივბაძოთ უფალს.
როგორია ის? კეთილია - ვიყო კეთილი.
როგორია ის? ყველა უყვარს - მიყვარდეს ყველა.
როგორია ის? ყველას ყველაფერს უთმობს - დავუთმო მეც ყველას ყველაფერი.
პატარა რაღაც მცნებები მოგვცა და შევუსრულოთ ე...
იხილეთ სრულად
სადაც კი შეგვიძლია მივბაძოთ უფალს.
როგორია ის? კეთილია - ვიყო კეთილი.
როგორია ის? ყველა უყვარს - მიყვარდეს ყველა.
როგორია ის? ყველას ყველაფერს უთმობს - დავუთმო მეც ყველას ყველაფერი.
პატარა რაღაც მცნებები მოგვცა და შევუსრულოთ ეს მცნებები. ამ ქვეყნად კარგი სახელი დაგვერქმევა და იმ ქვეყნადაც, ვისაც სწამს, და მე მწამს, სხვა ცხოვრება დაგვეწყება