განღმრთობა - ციტატები, გამონათქვამები
განღმრთობა - ციტატები, გამონათქვამები განღმრთობა, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთთან დამსგავსება, პირველ ყოვლისა, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამ აქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვანოს; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმიდით. ერთი სიტყ... იხილეთ სრულად
ქრისტიანის სული, როდესაც ღირსი ხდება, შემოქმედისაგან მის სულს მიიღებს, ხოლო მიღების შემდეგ, იპყრობს გონებაში მანამ, ვიდრე გონება არ განიღმრთობა; გულში, ვიდრე გული არ განიღმრთობა, ნებაში, ვიდრე ნება არ განიღმრთობა და გამუდმებულად უ... იხილეთ სრულად
ნეტარ არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნათელი სოფლისა ქრისტე შეიმოსეს, რამეთუ მათ უკვე შეიმოსეს სამოსი უხრწნელებისა.
ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია, მას შეუძლია შესვლა ღმერთთან საიდუმლო ერთობაში, შეუძლია გახდეს ანარეკლი, ღვთაებრივ სრულყოფილებათა ერთგვარი ასახვა.
მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხები ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.
უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმიდანნი აღწევენ.
მარადისობაში, როცა დრო გამოცდისა უკან დარჩება, ღვთის მადლი უკმარისობას შეავსებს და ადამიანის სულთან განუყოფლად, სამუდამოდ შეერთდება; აღდგომის შემდეგ კი ის წმიდანთა სხეულებს ფერს უცვლის და განასულიერებს. მეტიც, მარადიულ ცხოვრებაში ... იხილეთ სრულად
ბედნიერი არიან ისინი, ვინც მიეახლა საღმრთო ნათელს, შევიდა მასში, შეუერთდა მას და თავადაც სინათლედ იქცა, რადგან მათ სრულად შემოიძარცვეს ცოდვით შებილწული სამოსი და უკვე აღარ მოუწევთ ცხარე ცრემლებით ტირილი.
ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ცოცხალ გონიერ არსებად, რომელიც აქ, ქვეყნიურ, წუთიერ ცხოვრებაში როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ ზეცად, მომავალ საუკუნო ცხოვრებად გადასახლდება; და შეჰქმნა იგი, – ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოება... იხილეთ სრულად