„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (გამოსვლათა, 20.12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შემოუყვანიხარ ღმერთს ცხოვრებად. ღმერთის შემდეგ ხომ ისინი არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომაც ღმერთის კვალად შენს ხორციელ მშობლებს მიაგე ს...
იხილეთ სრულად
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (გამოსვლათა, 20.12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შემოუყვანიხარ ღმერთს ცხოვრებად. ღმერთის შემდეგ ხომ ისინი არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომაც ღმერთის კვალად შენს ხორციელ მშობლებს მიაგე საფერი პატივი და ისე გიყვარდეს ისინი, რომ ეს ღმერთის სიყვარულში შეგეწიოს; ხოლო თუკი ვერ იქმ ამას და მშობლების სიყვარული, პირიქით შემოქმედი ღმერთის სიყვარულს განაგრილებს შენს სულში, მაშინ განერიდე მათ; თუკი შენი მშობლები დ...
link
მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
გამოსვლათა, თ. 20.12
მშობლებისათვის კერპებად შესაძლოა მათი საკუთარი შვილები იქცნენ, რომელთა გამოც ზოგჯერ მზად არიან სული ეშმაკს მიჰყიდონ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავის...
იხილეთ სრულად
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავისი უწმიდესი სისხლით, ცხრა თვე საშოთი ატარა და თავისი რძით ზრდიდა. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დედის მორჩილი, როგორც ჭეშმარიტი კანონმდებელი მეხუთე მცნებისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ" (...
link
832. მართებს თუ არა შვილებს ყოველივეში მშობელთა მორჩილება?
653. შეგვეწევა თუ არა მშობელთა ლოცვა?
463. როგორ უნდა მოვექცეთ მშობლებს?
როგორ შეიძლება არ შევინანოთ ჩვენი დამოკიდებულება უახლოესი ადამიანების – მშობლების მიმართ? განა უდიდეს სიმძიმედ არ მიგვაჩნია მათი შენახვა, მათი სიბერის უზრუნველყოფა? ხომ არ გაუგდია რომელიმე თქვენგანს დედა ან მამა შინიდან? იქნებ პირ...
იხილეთ სრულად
როგორ შეიძლება არ შევინანოთ ჩვენი დამოკიდებულება უახლოესი ადამიანების – მშობლების მიმართ? განა უდიდეს სიმძიმედ არ მიგვაჩნია მათი შენახვა, მათი სიბერის უზრუნველყოფა? ხომ არ გაუგდია რომელიმე თქვენგანს დედა ან მამა შინიდან? იქნებ პირდაპირ ეს არ ჩაგვიდენია, მაგრამ მოხერხებულად გადაგვიბარებია მოხუცი მშობელი დედმამიშვილისათვის ან ინვალიდთა სახლისათვის, იქნებ უარი გვითქვამს საავადმყოფოდან შინ წაგვეყვანა მოხუცი მშობელი, რომელმაც გაგვზარდა, ჩვენს აკვანთან...
link
მშობლების უპატივცემულობა განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის. უხეშად შევეპასუხებით მშობლებს, მივახლით საშინელ სიტყვებს და გავემართებით ეკლესიისაკენ ისე, რომ კარსაც კი გავიჯახუნებთ. რისთვის წავედით ტაძარში? ნუთუ ფიქრო...
იხილეთ სრულად
მშობლების უპატივცემულობა განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის. უხეშად შევეპასუხებით მშობლებს, მივახლით საშინელ სიტყვებს და გავემართებით ეკლესიისაკენ ისე, რომ კარსაც კი გავიჯახუნებთ. რისთვის წავედით ტაძარში? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას და მიიღებს ჩვენს შესაწირს? ნუ ვიტყუებთ თავს! ჩვენნაირებისაგან ღმერთი არაფერს შეიწირავს.
link
„გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს“. ჩვენ რომ საღვთო სჯულის ამ მცნებას ვასრულებდეთ, მაშინ, უხეშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამდურავი სიტყვაც არ წამოგვცდებოდა მშობლების მისამართით; ყოველნაირად შევეცდებოდით აღგვესრულებინა მშო...
იხილეთ სრულად
„გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს“. ჩვენ რომ საღვთო სჯულის ამ მცნებას ვასრულებდეთ, მაშინ, უხეშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამდურავი სიტყვაც არ წამოგვცდებოდა მშობლების მისამართით; ყოველნაირად შევეცდებოდით აღგვესრულებინა მშობლის ნება, მათი კეთილი განკარგულება. მათ ხანდაზმულობას ყოველნაირად გავუწევდით ანგარიშს; უდრტვინველად, მოთმინებითა და სიყვარულით მოვუვლიდით მათ უძლურების ჟამს, ვილოცებდით მათი დღეგრძელობისათვის და განსაკუთრებით გავაძლიერე...
link