თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფლება, გამონათქვამები, ციტატები
თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას.
ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთ... იხილეთ სრულად
ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი". შინაგანი როგ... იხილეთ სრულად
თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს.
თავისუფლება ადამიანს როგორც ჰაერი ისე სჭირდება. მაგრამ თუ იგი გარეგნულად გათავისუფლდება ტირანიისგან, ხოლო თავად საკუთარი ცოდვების ტყვეობაში დარჩება, ბევრს ვერაფერს მიაღწევს.
უთანასწორობაში მეტი სიბრძნეა, ვიდრე თანასწორობაში. ყველაფრის გათანაბრება შემოქმედებითი აღმაფრენის დაკნინებაა. ცხოვრება უთანასწორობაზეა დაფუძნებული.
ცხოვრება საინტერესოა ვიდრე გამარჯვებისკენ მივილტვით. სადაც სიტყვა გამარჯვება არსებობს, იქ სიტყვა "უთანასწორობაც" უნდა არსებობდეს.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა თავისუფლების რელიგიაა. თავისუფლება დესპოტიზმისგან. დესპოტიზმი კი სამგვარია: როდესაც ადამიანი ადამიანზე ბატონობს, როდესაც ადამიანზე ნივთები ბატონობენ და როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე თავად ბატონობს.