ცოლქმრული სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
ცოლქმრული სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები ცოლქმრული სიყვარული, გამონათქვამები
სიყვარული არ დავარდება. ჭეშმარიტი სიყვარული მტკიცეა, ვით სიკვდილი, დიდ წყალსაც არ შეუძლია მისი ჩაქრობა, ამბობს სიტყვა ღვთისა (ქებათა-ქება). აი, საყვარელნო, რა თვისებას და მოქმედებას იჩენს ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი. უფ... იხილეთ სრულად
სიყვარული - აი, მთავარი საფუძველი ადამიანთა ბედნიერებისა. თუკი სიყვარული არ გვექნება, მთელი მსოფლიოც რომ შევიძინოთ, ბედნიერი ვერ ვიქნებით. "რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათე... იხილეთ სრულად
სდევს მიჯნურსა ფათერაკი, სათუთროსა დაანაღვლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს".
მთვარე მზესა მოეშოროს, მოშორვება განანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
კვლა იტყვის: "გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება,
სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,
მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!"
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არსით აჩნდეს არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს