შურისძიება - ციტატები, გამონათქვამები
შურისძიება - ციტატები, გამონათქვამები შურისძიება, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს
ვინც თვითონ იძიებს შურს, იგი თითქოს ღმერთს მართლმსაჯულების ნაკლებობაში ადანაშაულებს.
წნენა უბედურება არ არის; უბედურება ისაა, როდესაც გვიჩნდება სიძულვილი იმის მიმართ, ვინც გვაწყენინა, ჩვენი გული შეიცნობს სიძულვილს, გაბოროტებასა და შურისძიების სურვილს.
უმჯობესია ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო; უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე - ბოროტმოქმედი.
შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა.
ჭეშმარიტი (ქრისტიანული) მოთმინება ისაა, რომ არა მხოლოდ შური არ იძიო, არამედ არც გსურდეს შურისძიება, თუნდაც გული ამისაკენ გაქეზებდეს.
ქრისტიანული გამარჯვება შურისძიება კი არ არის, არამედ, მოკრძალება და მოთმინებაა.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ისაა, რომ სამართლიანი შურისძიებისგანაც კი შეიკავოს თავი და უფალს მიანდოს შურისძიება: "ჩემი არს შურისგებაი და მე მივაგო!" (ზირ. 28, 1; რომ. 12, 19).