წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი ამქვეყნად ტირილით იბადება, გოდებითა და მწუხარებით ცხოვრობს, იმქვეყნადაც ცრემლითა და ტკივილით მიდის.
ეს სოფელი და მისი ხატება წარმავალია (1 კორ. 7, 31), ხოლო კეთილისმოქმედი უკუნისამდე სუფევს.
აწინდელი დრო ღვთისთვის ბრძოლის, მწუხარების, შრომის დროა, ხოლო მომავალი – მარადიული დიდების გვირგვინების, ჯილდოების, ქების, ღვთის უზენაესი საყდრის მახლობლად წმინდა ანგელოზებთან ერთად მკვიდრობის ჟამია.
ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია.