ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ძიება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის დანიშნულება, რაკიღა ამქვეყნად გაჩნდა, ღმერთის პოვნაა. თუმცა მას არ შეუძლია მისი პოვნა მანამ, სანამ თავად ღმერთი არ იპოვის მას. „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“. მაგრამ ჩვენმა ვნებებმა დაგვიბრმავა სულიერი თვალი და ჩვენ ვერ ... იხილეთ სრულად
ეძიე უფალი, - მაგრამ არა საცხოვრებელი მისი..., სადაც უფალია, იქ სიბოროტე არ არის, ღვთიურის მიღებით ადამიანის გული ხარობს, ხოლო ეშმაკეულის მიღებით - შფოთავს
65. ვინც აღმოაჩინა, რომ გარეგანი შემთხვევები ღვთის სამართლიანობის შესაბამისად მოიწია მასზე, ამგვარ ვინმეს უფლის ძიებისას მოუპოვებია ცოდნაც სამართლიანობითურთ (შდრ. იგავ. 16.8).
18. ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში (ე.ი. რაღაც ბუნებისთვის უცხო ქმედებაში, რაც ... იხილეთ სრულად
97. სულის უდიდესი სნეულება, დაღუპვა და წარწყმედა არის არცოდნა ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა ადამიანისთვის და მიუბოძა მას გონება და სიტყვა; ამათ მიერ ზეაფრენილი ადამიანი ღმერთს შეერთვის, შეიმეცნებს რა და ადიდებს მას.
სადაც ქრისტეა, მარადიული და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარი სიკეთეც იქაა. ამიტომაც თქვა მან, მხოლომან ჭეშმარიტმან: "პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველივე წარმავალს დამატებითურთ მოგცემთ"
როცა ადამიანი გაძღება მადლით და გულისხმიერია და არასდროს არ სულმოკლეობს, არ ენდობა საკუთარ თავს და იშიშვის სიცოცხლის ბოლომდე, მაშინ იგი ხედავს, მაცთურის მოახლოებისას, რომ რაღაც არანორმალურობაა, რაღაც იმგვარად არ ხდება. და მაშინ ჭკ... იხილეთ სრულად
ღვთის ძიება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც შეიცნო იგი და დაკარგა. ღმერთის ყოველგვარ ძიებას წინ უსწრებს როგორღაც ღმერთის განცდა. ღმერთი არ აიძულებს ადამიანს, იგი მოთმინებით დგას ადამიანის გულთან და მორჩილებით ელოდება, როდის გაიხსნება მის... იხილეთ სრულად
მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე..." ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვ... იხილეთ სრულად