დაუდევრობა - ციტატები, გამონათქვამები
დაუდევრობა - ციტატები, გამონათქვამები დაუდევრობა, გამონათქვამები, ციტატები
ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.
ზოგჯერ მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.
47. ყოველგვარი სიკეთე ღვთის განგებულებით მოდის, ხოლო ფარულად მიდის უმადურებისაგან, უგუნურებისა და დაუდევრებისაგან
სადაც ღვთის შიშია, იქ სათნოებისაკენ აღსვლაა, ხოლო სადაც დაუდევრობა და უშიშარობაა, იქ უსჯულოებისაკენ მიქცევაა.
ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.
88. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ გულისზრახვები, რადგან არც ერთი აზრი არ დაეფარება ღმერთს.
ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.
ამჟამინდელი მწუხარება მომავალ მადლთან შეადარე და დაუდევრობა არასოდეს შეასუსტებს შენს ღვაწლს