მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღირსი პიმენი მკაცრი მმარხველი იყო და კვირების, ზოგჯერ მეტი ხნის მანძილზეც არ ღებულობდა საზრდელს; სხვებს კი ურჩევდა, ყოველდღე ეჭამათ, მაგრამ არა სიმაძღრემდე.
უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენს მიერ ეკლესიაში მიღებული: რწმენა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე – მარხვა და მოწყალება გაღებული მოყვასისათვის.
სინანული არის სულიერი მწუხარება და შემუსვრილება ცოდვათა და უღირსებათათვის. რა სახით უნდა გაუჩნდეს კაცსა გულში მწუხარება, როდესაც ხორცი მისი გახარებულია და განლაღებული. ხორცი და სული კაცისა შეადგენს ერთს არსებას. არ შეუძლია კაცს ორ... იხილეთ სრულად
შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება. აუცილებელია მოღ... იხილეთ სრულად
ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე ნებისმიერი ასკეტური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმინდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღ... იხილეთ სრულად
ნუ გაქვს იმედი, ნუ სასოებ, რომელ მარხვა დიდი რამე მსხვერპლი იყოს ღვთის წინაშე, რომელ გრძელ ჟამიერი ლოცვაზე დგომა, მრავალი მეტანიის ყრა, დიდად რაიმედ მიიღოს ღმერთმან, თუ არ მოაკვდინე შენ შორის ასონი ცოდვისანი, თუ არ განახლდი სულიერ... იხილეთ სრულად
520. როგორი ნიშან-თვისებები ახასიათებს ისეთ ადამიანს, რომელსაც მოთმინება არ გააჩნია?
მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატება, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება... იხილეთ სრულად
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვ... იხილეთ სრულად
ზეცათა სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდის მიერ. ოღონდ ამაო არაფერი ისურვო, ღმერთის ბოძებული კი ყველაფერი კარგია: ქალწულებაც დიდებულია და მარხვაც საჭიროა სულიერ და ხორციელ მტერ... იხილეთ სრულად