სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები
სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები სახელმწიფო, გამონათქვამები, ციტატები
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც... იხილეთ სრულად
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც ... იხილეთ სრულად
ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულად... იხილეთ სრულად
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსე... იხილეთ სრულად
დასანანია, თუ ერი წინაპართა ნათელ სხივებს დავიწყებას მისცემს და ოდენ ყოველდღიური საზრუნავით დაკავდება. ესოდენ დაკნინებულ ადამიანებს დრო ადვილად აღგვის პირისაგან მიწისა და მთელ მათ მონაპოვარს დაისაკუთრებს ერი, რომელსაც მარად ახსოვს... იხილეთ სრულად
მცირე ერებისთვის უმჯობესია და აუცილებელიც, დიდი ერების ცხოვრებას თვალყური ადევნონ. დააკვირდნენ მათ ცხოვრებასა და დამახასიათებელ თვისებებს, არ შეითვისონ იგი საკუთარ შესაძლებლობათა და გარემოებათა გაუთვალისწინებლად.
ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული.
რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას.