თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები
თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები
მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია ერთხელ დაიღუპოს სიყვარულის გამო თავისი მოყვასის გადარჩენისას, ვიდრე გულგრილი აღმოჩნდეს და შეშინდეს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნით იტანჯოს. თანამოძმისათვის თავგანწირვა თავის თავში ქრ... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც თავიანთი წრფელი სიყვარულით მზად არიან თვით სიცოცხლეც გასწირონ თანამოძმეთა დასაცავად, ქრისტეს ბაძავენ; მუდამ უდიდესი გმირები არიან, რადგან სიკვდილსაც კი ეშინია მათი, რამეთუ მათ იგი არაფრად ჩააგდეს სიყვარულის გამო. ა... იხილეთ სრულად
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13).
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობ... იხილეთ სრულად
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული... იხილეთ სრულად
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ცხ... იხილეთ სრულად
წმიდა პავლინი, ნოლანის ეპისკოპოსი, ისეთი მოწყალე იყო, რომ მთელი თავისი ქონება ღატაკ თანამემამულეებს დაურიგა, რათა ვანდალებისგან ტყვეები გამოესყიდა. ბოლოს, როდესაც მართალ მამას მხოლოდ ფული კი არა, გასაყიდი სამოსიც აღარ დარჩა, მასთ... იხილეთ სრულად
ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიე... იხილეთ სრულად
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ ... იხილეთ სრულად
ვისაც შეუძლია, უშველოს დასახრჩობად განწირულს და არ უშველის, ის მას დაახრჩობს.