სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის? იხილეთ სრულად
495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება იხილეთ სრულად
489. ერთი ძმა, რომელიც ადრე ჯარში მსახურობდა, საერთო საცხოვრებელში მივიდა; მან დიდ ბერს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მონანიებას?
486. ოდესღაც იმ საცხოვრებელში, სადაც წმიდა ბერები იყვნენ, ერთი ბერი ცხოვრობდა. როცა მას მომსახურე ძმა ეკითხებოდა, თუ რა მოემზადებინა ტრაპეზისთვის, ის რისხვით პასუხობდა: „რაც გინდა ის მოამზადე“. ძმა კი წუხდა ამაზე და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სხვებმა დიდ ბერს ჰკითხეს: კარგად იქცევა თუ არა ის მამა, რომელიც ასე პასუხობს? იხილეთ სრულად
462. იუდას ნათქვამი: „ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი“ (მათე 27, 4), და, რომ მან დააბნია ვერცხლი (მათე 27, 5), სინანულს ხომ არ გამოხატავს?
439. აზრი ჩამაგონებს: შენ ყველაფერში სცოდავ და ამიტომ ყოველი სიტყვის, საქმის და ფიქრის შემდეგ უნდა თქვა: „შევცოდე“. ვინაიდან, თუ არ იტყვი: „მე შვცოდე“, ეს ნიშნავს, რომ თავი უცოდველი გგონია. მე ერთიც და მეორეც ძალიან მაწუხებს, ყოველთვის ეს რომ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვიტყვი, ასე მგონია ვცოდავ იხილეთ სრულად