აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მშობლები, რომლებიც არ ზრდიან თავიანთ შვილებს ისე, როგორც საჭიროა, დროებითი ცხოვრებისთვის შობენ მათ, მაგრამ მარადიული სიკვდილისთვის კარს უხსნიან.
არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება".
როდესაც დედა შვილს შობს, ჯერ სამყაროს ადამიანს ჩუქნის, შემდეგ კი - ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს.
პირველი სიტყვა ღვთის შესახებ ბავშვს უნდა უთხრას იმან, ვისაც მისი პირველი ღიმილი ეკუთვნოდა.
თუ შვილების შობა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი.
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე, ნურაფერს სთხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნო... იხილეთ სრულად